ტრენინგის შეფასება
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ,,ინტელის'' სასწავლო კურსის ტრენინგი ყველა მასწავლებლისთვის იყო ძალიან დროული და აუცილებელი,რადგან აქამდე ჩემს მიერ შესრულებული სამუშაოების განთავსებას სრულფასოვნად ვერ ვახერხებდი ელექტრონულად. ტრენინგის პროცესში ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მუშაობის ტექნოლოგიები,ასევე ვისწავლე პორტფოლიოს შექმნა, პროექტის გეგმის დამუშავება და მის შაბლონში საკითხების სწორად განლაგება. ვისწავლე სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, ,,word''- ინსტრუმენტების დამზადება. ვისწავლე ბლოგში გაჯეტების შექმნა, კომენტარების გაკეთება, ვიდეოსა და ალბომების განთავსება.
ჩვენ ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს მადლობას ვუხდი ჩვენს მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.
Sunday, July 3, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე შესწავლილი მასალა და გადავედით პროექტების პრეზენტაციების განხილვაზე, მოვისმინეთ ინფორმაციები ტრენინგის თითოეული მონაწილის მიერ განხორციელებული.
გავიმეორეთ ბლოგთან დაკავშირებული ტექნიკური მანიპულაციები, რის შემდეგაც ვისწავლეთ ბლოგში ვიდოსა და ალბომის ჩასმის ტექნიკა. მეცადინეობა იყო ძალზედ საინტერესო,რადგან იგი მოიცავდა ჩემთვის,როგორც პედაგოგისათვის მრავალ სიახლეს,თუმცა ჩვენი ტრენერი, ქალბატონი ქეთი ცერაძე ყველა საკითხს გვიხსნიდა და გვასწავლიდა ძალიან მარტივად და გასაგებად, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.
ტრენინის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა.გადავედით ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.გადავხედეთ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ საქაღალდე.შემდეგ დავიწყეთ საქაღალდის ატვირთვა.საქაღალდე ავტვირთეთ DRIVE-ში,მივანიჭეთ მისამართი.შევისწავლეთ საქაღალდის მისამართის გადატანა ბლოგში.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს საინტერესო მუშაობისათვის.

Subscribe to:
Posts (Atom)