Sunday, July 3, 2016

                                                 ტრენინგის შეფასება


    საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ,,ინტელის'' სასწავლო კურსის ტრენინგი ყველა მასწავლებლისთვის იყო ძალიან  დროული და აუცილებელი,რადგან აქამდე ჩემს მიერ შესრულებული სამუშაოების განთავსებას სრულფასოვნად ვერ ვახერხებდი ელექტრონულად. ტრენინგის პროცესში ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მუშაობის ტექნოლოგიები,ასევე ვისწავლე პორტფოლიოს შექმნა, პროექტის გეგმის დამუშავება და მის შაბლონში საკითხების სწორად განლაგება. ვისწავლე სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, ,,word''- ინსტრუმენტების დამზადება. ვისწავლე ბლოგში გაჯეტების შექმნა, კომენტარების გაკეთება, ვიდეოსა და ალბომების განთავსება.
  ჩვენ ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს მადლობას ვუხდი ჩვენს მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.

ტრენინგის მეცხრე დღე


                                             ტრენინგის  მეცხრე  დღე


      ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე შესწავლილი მასალა და გადავედით პროექტების პრეზენტაციების განხილვაზე, მოვისმინეთ ინფორმაციები ტრენინგის თითოეული მონაწილის  მიერ განხორციელებული.
    გავიმეორეთ ბლოგთან დაკავშირებული ტექნიკური მანიპულაციები, რის შემდეგაც ვისწავლეთ ბლოგში ვიდოსა და ალბომის ჩასმის ტექნიკა. მეცადინეობა იყო ძალზედ საინტერესო,რადგან იგი მოიცავდა ჩემთვის,როგორც პედაგოგისათვის მრავალ სიახლეს,თუმცა ჩვენი ტრენერი, ქალბატონი ქეთი ცერაძე ყველა საკითხს გვიხსნიდა და გვასწავლიდა ძალიან მარტივად  და გასაგებად, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.

ტრენინის მერვე დღე

                                                 ტრენინგის  მერვე  დღე


    დღევანდელი დღე ძალიან  ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი  მასალა.გადავედით ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.გადავხედეთ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ საქაღალდე.შემდეგ დავიწყეთ საქაღალდის ატვირთვა.საქაღალდე ავტვირთეთ DRIVE-ში,მივანიჭეთ მისამართი.შევისწავლეთ საქაღალდის მისამართის გადატანა ბლოგში.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს საინტერესო მუშაობისათვის.
  


  

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

                                    ტრენინგის     მეშვიდე  დღე


1.გამეორება

2.ყველა მოსწავლის საჭიროება

3.პროექტის გეგმაზე მუშაობა

5 . რეფლექსია

მოვახდინეთ წინა დღეს  შესწავლილი მასალის გამეორება. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაში., შევავსე მოსწავლის საჭიროების  გასათვალისწინებელი გრაფები და ნიჭიერ  და სუსტ მოსწავლეების დავალებები. გავანაწილე მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. აღვწერე პროექტის გეგმის პროცედურები. მივეცი დავალება და მოსწავლეებმა მოახდინეს  მიცემული დავალებების შესრულება, მოიძიეს  ინფორმაციები და ბოლოს მოახდინეს პრეზენტაცია, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები.
      
           

Friday, June 24, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

                                                 ტრენინგის   მეექვსე   დღე


1.გამეორება

2.მოსწავლის პრეზენტაცია

3.პროექტის გეგმის გადახედვა

4.შეფასების რუბრიკები

5 . რეფლექსია

                  

               

   
ტრენინგის მეექვსე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შევქმენითმოსწავლის ნიმუშების პრეზენტაციაგანვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკებივისწავლე როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგსდღევანდელიტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული


       

Thursday, June 23, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

                                  ტრენინგის   მეხუთე  დღე



1.გამეორება

2.ყველა მოსწავლის საჭიროება

3.პროექტის გეგმაზე მუშაობა

4.რეფლექსია


  
        გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შევისწავლეთ  საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, როგორ უნდა მოხდეს ურთიერთშეფასებები ანუ კომენტარები ბლოგზე.როგორ შევქმნათ მოსწავლის ბლოგი.  გაჯეტის - როგორც დამატებითი ელექტრონული  ინსტრუმენტის გამოყენება,  მაგალითად სურათის და გამოკითხვის გაჯეტი, რაც ბლოგს  უფრო მრავალმხრივს და საინტერესოს გახდის . ყოველი მომდევნო დღე,  კიდევ უფრო  საინტერესოა.

Saturday, June 18, 2016

                                                ტრენინგის  მესამე   დღე




    1.  მასალის   გამეორება
    
    2.  პროექტის  გეგმაზე   მუშაობა

    3. სტანდარტის  დადგენა   
    
    4.  სასწავლო  მიზნების  განსაზღვრა

   5. მიმართულების მიმცემი  საკვანძო  სიტყვები

   6. რეფლექსია

                   

           ტრენინგის მესამე დღე  დავიწყეთ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით.
     შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ: კარგად გავაანალიზეთ, თუ რას გულისხმობს სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვები.
ვისწავლეთ შესაბამისი ზმნების გამოყენება ბლუმის ტაქსონომიიდან.
     დავიწყეთ პროექტის კონკრეტული გეგმის დაწერა ჩვენს რესურსებში არსებული შაბლონის მიხედვით.
    ბოლოს დავწერეთ განვლილი დღის რეფლექსია